წაკითხვა: 4
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.
წელს, თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზურაბ თურმანიძე – ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
თინათინ მღვდლიაშვილი – პოეტი, მხატვარი;
ჯენარო ქრისტესაშვილი – ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნოდარ ჩხარტიშვილი – ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ბაკურ კიღურაძე – არქიტექტორი, მეცნიერი;
ოთარ გაბელაშვილი – ინჟინერი, სამთო გეოლოგი; გივი ჭიჭინაძე – ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი; თენგიზ გუგეშაშვილი – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; გოგა პიპინაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;
თომზირ ცომაია – სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე; თინა მგალობლიშვილი – დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; არჩილ გოგელია – მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე – ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე – გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე – ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი – ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი; ნუგზარ კვაშალი – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი; რომან (რომა) რცხილაძე – მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;
თინათინ ბუკია – ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ნოდარ მითაგვარია – ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი;
ნანული აბესაძე – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე – მომღერალი, მსახიობი; ნანული სარაჯიშვილი – კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე – მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;
თამაზ მოლაშვილი – მუსიკოსი; ნიკოლოზ შენგელაია – მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი; მალხაზ დოლიძე – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯიმი ყიფიანი – იურისტი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს