საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდნის გამო მამაკაცი დააკავეს

4 days ago 12
Photo: TV Pirveli

20 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდნის შემდეგ, მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) დაიწყო. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაქსის ნიშნიანმა Toyota Prius-მა შლაგბაუმი გადალახა და საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ ადგილზე დაკავებული მძღოლი შუახნის მამაკაცია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა