ინგლისის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული "კრისტალ პალასი" 2025-26 წლების სეზონში ევროპალიგაზე ვერ იასპარეზებს.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ლონდონური კლუბის სარჩელი უარყო და ძალაში დატოვა უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"კრისტალ პალასს“ ევროპალიგის საგზური ინგლისის თასის ტრიუმფით ჰქონდა მოპოვებული, თუმცა უეფამ მას ეს უფლება ჩამოართვა, როცა გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტი – კლუბის მფლობელი, ბიზნესმენი ჯონ ტექსტორი, პარალელურად საფრანგეთის "ლიონსაც“ მართავდა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, ინგლისური გუნდი კონფერენსლიგაში იასპარეზებს, ხოლო ევროპალიგაზე მის ადგილს "ნოტინგემი“ დაიკავებს.