"დრო მოვიდა" - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.
"სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა," - ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ,17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ ექსკურსიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ის გაუჩინარდა.
sport24