WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს და სოციალურ ქსელში წერს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან.

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ
ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.

სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან.

მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ბავშვის განავლის ანალიზით მართლაც გამოვლინდა ნოროვირუსი (საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა), მაგრამ სინამდვილეში ეს აფეთქება სხვა რამით იყოს გამოწვეული. ამიტომ კარგი იქნებოდა გამოქვეყნდეს, რამდენი ნიმუში იქნა გამოკვლეული და რამდენს დაუდასტურდა ნოროვირუსი.

კიდევ ერთი კითხვა: ნოროვირუსზე დიაგნოსტიკას ჩვეულებრივი კლინიკური ლაბორატორიებიც აკეთებენ. მე დიარეის მქონე ამბულატორიულ პაციენტებსაც კი ვუტარებ ჩვენთან გამოკვლევას და რანაირად მოხდა, რომ სტაციონარებმა არ ჩაატარეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნოროვირუსზე გამოკვლევა? ძალიან ადვილი ტესტია და პასუხი სწრაფად არის.
თუ ჩაატარეს და გამოავლინეს ნოროვირუსი, რატომ არც ერთხელ არ ითქვა ამის შესახებ?” – წერა მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.