ისლამ მახაჩევის მთავარმა მწვრთნელმა პედი პიმბლეტის შესაძლო სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა.
"რაც მან უკვე გააკეთა, მისი მიღწევები, რეკორდი UFC-ში, პოპულარობა და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია, მოტივაციის მიმცემია ადამიანებისთვის.
თუ მას სატიტულო ბრძოლას მისცემენ, ნამდვილად იმსახურებს!
", - განაცხადა მენდესმა.ცნობისთვის, მახაჩევთან სატიტულო ბრძოლის ჩანიშვნას ილია თოფურია სცდილობს, თუმცა დაღესტნელი მებრძოლის ბანაკი თვლის, რომ ქართველმა ჯერ ახალ დივიზიონში მინიმუმ ერთი მეტოქე მაინც უნდა დაამარცხოს.