სატრანსფერო ომი გოგლიჩიძისთვის! - რა ბედი ელის საბას

1 month ago 19

როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონში სერია ა-ს აღმოჩენაა.

საბამ იტალიური გრანდების ყურადღება მალევე მიიქცია.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა გოგლიჩიძის წარმომადგენელი, ლევან მჭედლიძე დღეს, პოტენციურ ტრანსფერზე სალაპარაკოდ იტალიაში გაემგზავრა.

25 იანვარს, ემპოლი - ბოლონიას მატჩის შემდეგ ლევან მჭედლიძე 4 იტალიურ გუნდის- “იუვენტუსის”, “ატალანტას”, “მილანისა” და “რომას” წარმომადგენლებს შეხვდება.

“რომა” საქმეში 2 დღის წინ ჩაერთო. გუნდი, რომელიც მზადაა, ტრანსფერის შემდეგ ზაფხულამდე ფეხბურთელი ემპოლიში დატოვოს, მხოლოდ “მილანია.

ამ მომენტისთვის “ემპოლის” საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე არანაირი წინადადება არ მიუღია - ტოსკანელთა მოთხოვნაა 15 მილიონი.

სრულად წაკითხვა