საუდის არაბეთში დაიწყო მოლაპარაკება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის

15 hours ago 4

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დაიწყო მოლაპარაკება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ძირითად თემებს შორისაა "მშვიდობისკენ მიმართული გზა და უკრაინისა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები".

ამერიკის მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

უკრაინის დელეგაციის სათავეშია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი, მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.

წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "რუსეთს მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა პოტენციური შეთანხმების გეგმის წარდგენაზე, მაგრამ ნათლად აღნიშნა, რომ ორივე მხარის დათმობები დიპლომატიისთვის გადამწყვეტი იქნება. როგორც New York Times-ი წერს, რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იქნება გასაღები კიევის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებისთვის. თუ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებით კმაყოფილი დარჩება, რუბიოს თქმით, დახმარება განახლდება.

სრულად წაკითხვა