“საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას” – ლევან ხაბეიშვილi

1 week ago 5

საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას და რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური,“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მაკრონის ზართან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონს რომ იღებს და საქართველოში კი არ ურეკავს ე.წ. პრემიერ მინისტრს, ან ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მაღალი თანამდებობის პირს, ურეკავს ბანდფორმირების ლიდერს, ივანიშვილს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური, სხვა შემთხვევაში ვინმემ ამიხსნას როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა ე.წ. პრემიერს არ დაურეკა, პირდაპირ დაურეკა ივანიშვილს, რომელიც არცერთ თანამდებობას არ ფლობს საჯარო, სახელმწიფო უწყებაში.

ფორმალურად, არავინ არ არის ივანიშვილი, მაგრამ მაკრონმა დაურეკა მას, რადგან არალეგიტიმური, არ აღიარებული ხელისუფლების ბანდფორმირების რეალური მმართველი და ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები არა მარტო ივანიშვილისთვის თუ ის ძალაუფლების ჩაბღაუჭებას გააგრძელებს, სამწუხაროდ ეკონომიკურად, სოციალურად კიდევ უფრო მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა