დაზარალდა 70 ათასამდე მგზავრი. სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ, პარიზი-მარსელის მონაკვეთზე. საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ის ინფორმაციით, შესაცვლელი გახდა 16 კაბელი და მიმოსვლა 28 ოქტომბრის დილის შემდეგ განახლდება. კომპანიამ ინციდენტი საბოტაჟად შეაფასა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროს თანახმად, გამოძიების პრიორიტეტული ვერსიით, კაბელების დაწვა ბოროტი განზრახვით ჩადენილი ქმედება იყო. ტაბაროს განცხადებით, რკინიგზაზე საბოტაჟი და კაბელების მოპარვა და განადგურება სერიოზული პრობლემაა, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სარკინიგზო კომპანიასთან ერთად შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმუშავებს.
2025 წლის ივნისში საფრანგეთის ჩრდილოეთში რკინიგზაზე კაბელების მოპარვამ რამდენიმე დღით შეაფერხა მატარებლების, Eurostar-ის მიმოსვლა პარიზსა და ლონდონს შორის.

10 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·