საქალაქოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

4 hours ago 3

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ, ოდენობის განსაზღვრას კი მათ მიანდობენ. პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

სხდომას ესწრებიან დაკავებულები. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.

სხდომის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში ხმაური იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესზე დასწრების საშუალება ბრალდებულების ახლობლებს შეზღუდული რაოდენობით მიეცათ. ისინი სასამართლო დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას მოითხოვდნენ

[ფოტო: IPN]

სრულად წაკითხვა