სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი გიორგი ახობაძე საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და ემოციური პოზიცია-შეფასებებით საზოგადოებას მიმართავს:
“ყველა თარიღი მნიშვნელოვანია!
უნდა შევიკრიბოთ! დავინახოთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ!
თარიღების დაკიდება ყოველთვის მოსულა, თუ საქმეს დაგეგმავ.
არ გამოვა? ახალს დაგეგმავ!
კიდე არ გამოვა? იქამდე ეცდები, სანამ არ შეხვალ და გამოიყვან!
რაც არ გამოდის, შევალთ და გამოვიყვანთ! ადრე იქნება თუ გვიან, ბოლოს მაინც იქნება!
საქართველო იქნება რუსისგან და რუსულისგან თავისუფალი!
სხვა გზა და სხვა ხსნა არ გვაქვს!
არანაირი იმედგაცრუება!
რთული საქმეები პირველ ჯერზე არ გამოდის! არც მეორეზე და შეიძლება არც მეათეზე! დაეცემი? ადექი!
თუ არ დანებდები და ყოველი მარცხის მერე, ახლიდან გამარჯვებისთვის იბრძოლებ, ბოლოს გაიმარჯვებ!
მარცხში ჩარჩენის და ჩარჩენილების დედაც მ…..ან!” – წერს გიორგი ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.