ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში გატარებული დღეების შემდეგ სოციალურ ქსელში ჩვენ ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
"მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა"
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევს საქართველოში საოცარი საჩუქარიც გაუკეთეს და მას ფერარის მარკის ავტომობილი გადასცეს, რომლის ფასიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 350 ათას ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.