„საქართველო მსხვილი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წელიწადში 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები 0%-იან კორპორატიულ გადასახადს იხდიან და დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-ს“, - წერს ის X-ზე.
მისი თქმით, საქართველო არ არის „სათანადოდ დაფასებული, როგორც ტურისტული მიმართულება და ადგილი, სადაც ბიზნესის კეთებაა შესაძლებელი“.
ტელეგრამზე გავრცელებულ პოსტში დუროვი დასძენს, რომ საქართველოში ვიზიტს კვლავ გეგმავს - „ძალიან მალე“.
მის პოსტზე კომენტარებში ქართველი მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი არაფერს ამბობს „ქართული ოცნების“ მმართველობის ნაკლოვან მხარეებზე.
- მთაწმინდის პარკი, „სტამბა“, „პარაგრაფის“ რესტორანი თბილისში, ბათუმის სანაპირო - ეს ის ადგილებია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე უჩინარი და საკამათო რუსი მილიარდერი ბიზნესმენი პაველ დუროვი შეამჩნიეს.
- ყველა ეს კადრი სოციალურ ქსელებში 25 ივნისს გავრცელდა.
- უმეტესობა დუროვს იცნობს, როგორც სოციალური ქსელის „ვკონტაქტეს“ და ტელეგრამის შემქმნელს, ზოგი კი - როგორც ასზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ მამას.
„ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი. მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი. ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·