მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ჩინეთი უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი აჩვენებს, რომ თანამშრომლობა თანაბარ ეკონომიკურ სარგებელს ჯერ ვერ უზრუნველყოფს. არსებული სტატისტიკა მნიშვნელოვან სავაჭრო დისბალანსზე მიუთითებს, სადაც იმპორტი ექსპორტს მრავალჯერ აღემატება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1.987 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა მხოლოდ 327.5 მილიონი აშშ დოლარი. შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.659 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ჩინეთში ქართული ექსპორტის სტრუქტურა ძირითადად ნედლეულსა და პირველადი გადამუშავების პროდუქციაზეა დაფუძნებული. ექსპორტის წამყვან პოზიციებს წარმოადგენს:
- სპილენძისმადნები და კონცენტრატები – 25.9 მლნ. აშშ დოლარი.
- ძვირფასილითონების მადნები და კონცენტრატები – 23.7 მლნ. აშშ დოლარი.
- სამედიცინოდანიშნულების ხელსაწყოები და მოწყობილობები – 20.3 მლნ. აშშ დოლარი.
- კოჭა, ზაფრანა, დაფნისფოთოლი, კირი და სხვა სანელებლები – 17.6 მლნ. აშშ დოლარი.
- ყურძნისნატურალური ღვინოები – 9.8 მლნ. აშშ დოლარი.
- სპილენძისნარჩენები და ჯართი – 4.3 მლნ. აშშ დოლარი.
- ეთილისსპირტი – 3.3 მლნ. აშშ დოლარი.
- დაუმუშავებელიალუმინი – 2.2 მლნ. აშშ დოლარი.
მეორე მხრივ, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი გაცილებით მრავალფეროვანია და ძირითადად მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე მზა ან ნახევრად მზა პროდუქციას მოიცავს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა:
- ელექტროგენერატორულიდანადგარები – 74.5 მლნ. აშშ დოლარი.
- მსუბუქიავტომობილები – 60.2 მლნ. აშშ დოლარი.
- ბრტყელინაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან – 55.7 მლნ. აშშ დოლარი.
- რეზინისსალტეები და საბურავები – 52.7 მლნ. აშშ დოლარი.
- ჰაერისკონდიცირების მოწყობილობები – 50.2 მლნ. აშშ დოლარი.
- გამომთვლელიმანქანები და მათი ბლოკები – 46.5 მლნ. აშშ დოლარი.
- გაყინულიხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – 41.3 მლნ. აშშ დოლარი.
- მაცივრებიდა საყინულეები – 34.9 მლნ. აშშ დოლარი.
- რეზინისსხვადასხვა სახის ფეხსაცმელი – 34.5 მლნ. აშშ დოლარი.
- სატელევიზიოკავშირის მიმღები აპარატურა – 32.8 მლნ. აშშ დოლარი.
- სატვირთოავტომობილები – 31.2 მლნ. აშშ დოლარი.
- დიოდებიდა ნახევარგამტარები – 30.2 მლნ. აშშ დოლარი.
თუ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურას დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ ორმხრივი ვაჭრობა არათანაბარი ეკონომიკური მოდელის ნიშნებს ატარებს. ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად შემოდის ტექნოლოგიური, სამრეწველო და სამომხმარებლო დანიშნულების მზა პროდუქცია, მაშინ როდესაც საქართველოდან ჩინეთში, ქართული ღვინის გამოკლებით, უმეტესად ნედლეული და დაბალი გადამუშავების დონის პროდუქცია გადის.
ეს გარემოება მიუთითებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკური ეფექტის სრულად რეალიზებისთვის საქართველოს მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ჩინურ ბაზარზე წვდომის გაზრდა, არამედ ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაცია და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტნიორობის პარალელურად (რომელიც ჩვენს წინა სტატიაში დეტალურად განვიხილეთ), სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველო კვლავ ძირითადად ნედლეულის მიმწოდებლისა და მზა პროდუქციის მომხმარებლის როლში დარჩება.
ავტორი
ალექსი ნონიაძე

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·