საქართველოს მთავრობამ 23 აპრილს დადგენილება გამოაქვეყნა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა ორიდან სამ წლამდე გაეზარდათ. დადგენილება იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც საქართველოში მანამდე შემოვიდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში „სამოქალაქო საქართველოს“ განუმარტეს, რომ ვადის გახანგრძლივების მიზანია, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომელთაც სამშობლო ომის შემდეგ დატოვეს და რომელთა საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ნებართვა იწურება, ქვეყანაში კანონიერად შეძლონ დარჩენა.
დღეის მდგომარეობით, 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში ერთი წლის ვადით უვიზოდ დარჩენა.
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
23/03/2024 - 22:44
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
18/03/2024 - 00:00
რატომ გერმანული “ტაურუსები”?
12/03/2024 - 16:51
დავით არახამია საქართველოსთან ურთიერთობის „ნორმალიზების“ სამ პირობას ასახელებს
12/03/2024 - 15:49
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა
11/03/2024 - 14:32
მთავრობა ბერლინსა და ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს განცხადებებით ეხმიანება
10/03/2024 - 20:28