საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელთან დაზავდა

6 hours ago 2

გუშინ, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ისრაელს მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, 3 მარტს, ჩვენმა გუნდმა მოიგო - 2:1. გოლები საბა სამუშიამ და გიორგი მეფარიშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა