საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლაშა ფირცხალაიშვილმა დატოვა

1 week ago 12

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 19-ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა 19-წლამდე ნაკრები დატოვა.

ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა, 2022-24 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა. ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა.

"ეროვნული გუნდების სახელით, გვინდა ლაშას მადლობა გადავუხადოთ განვლილი წლებისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში" - ვკითხულობთ ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა