საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეორე რაუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ახალგაზრდა ქართველმა გოგონებმა, რომლებიც A ლიგაში პირველად ასპარეზობენ, იტალიელ თანატოლებთან დიდი ანგარიშით, 0:5 წააგეს.
მეტოქემ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 3:0. მეორე ტაიმში იტალიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
ცნობისთვის, ქართველები მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავენ, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.