WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

07.11.202607.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თბილისში მოქმედმა წიგნების რუსულმა ბარმა „აუდიტორიამ“  რუსი პალეოანთროპოლოგის, სტანისლავ დრობიშევსკის გამოსვლა საქართველოსა და თბილისის ისტორიის შესახებ მისი კომენტარების გამო გააუქმა. ორგანიზატორებმა მის განცხადებებს ზედაპირული და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ უპატივცემულო უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს “ნოვაია გაზეტა ევროპა”.

რა თქვა დრობიშევსკიმ?

თბილისში რუსი მეცნიერის ლექციის დაანონსების შემდეგ, მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს ძველ ვიდეოზე, რომელშიც მეცნიერი ამტკიცებს, რომ „მთელი საქართველო საბჭოთა პერიოდში აშენდა“.

„მე სულ ახლახან ვიყავი თბილისში. მთელი ცენტრი საბჭოთა ხელისუფლების დროსაა აშენებული. იქ ყველა ყელყელაობს. იქ აქვთ მშვენიერი მუზეუმი, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მთელი საქართველო საბჭოთა დროს აშენდა. აი ასე. მანამდე იქ რაღაც ქოხები იყო, ოღონდ ქვის, ხო, რაღაც ეგეთი, ცხვრებით. ხოდა, ყველაფერი საბჭოთა დროს ააშენეს — „საბჭოთა ოკუპაციაო“. ხოდა მას მერე ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი მიხატულ-მოხატულია, გაპარტახებულია. მაგრამ სამაგიეროდ, ოხრად თავისუფლები არიან…“ — ამბობს დრობიშევსკი ვიდეოში.

ორგანიზატორების პოზიცია

 „აუდიტორიამ“ განაცხადა, რომ მეცნიერს  შესთავაზა ინტერვიუს მოწყობა საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ რუსულენოვან მედიასთან, რათა მას საკუთარი პოზიციის ახსნის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუმცა, საუბარი არ შედგა.

წიგნების ბარმა განაცხადა, რომ აკადემიური ლექციების თემა ამ სადავო განცხადებებთან კავშირში არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ მიიჩნიეს, რომ ღონისძიების ჩატარება შეუთავსებელია აუდიტორიისა და საზოგადოების წინაშე მათ პასუხისმგებლობასთან. ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან შევიწროებას და სხვებს არ მოუწოდებენ დრობიშევსკის ბოიკოტირებისკენ ან სხვა სივრცეებში მისი ღონისძიებების გაუქმებისკენ.

“ჩვენ სტანისლავის წარმომადგენელს შევთავაზეთ, ორგანიზება გაეწია ინტერვიუსთვის საქართველოს ერთ-ერთ რუსულენოვან მედიასაშუალებაში, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა, კომენტარი გაეკეთებინა საკუთარ განცხადებებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაგეგმილი სამეცნიერო ლექციების თემატიკას. ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელს შეუწყობდა მისი პოზიციის უკეთ გარკვევასა და მის გამიჯვნას ღონისძიებების სამეცნიერო შინაარსისგან. სამწუხაროდ, ამ ინტერვიუს ორგანიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. “აუდიტორია” არის სივრცე, რომელიც შეიქმნა განათლებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და ღია დიალოგისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ, მეცნიერები და პოპულარული ინტელექტუალები უპირობო ავტორიტეტებად ვაქციოთ და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კრიტიკული დამოკიდებულება მათ მიმართაც კი, ვისთანაც თავად ვცდილობთ თანამშრომლობას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანის დევნას და მისი პროფესიული დამსახურებების უგულებელყოფის მცდელობას საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო. დაგეგმილი წარმოდგენების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს მოვუწოდებთ სტანისლავ დრობიშევსკის ბოიკოტისკენ და ან იმას, რომ სხვა ორგანიზატორებისგან მოვითხოვთ ანალოგიურ მოქმედებას. ეს ჩვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც მივიღეთ იმ ქვეყნის პატივისცემით, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ და ასევე იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მსმენელების წინაშე გვაქვს აღებული”, – ნათქვამია “აუდიტორიას” განცხადებაში.

В Тбилиси отменили выступление Дробышевского после его слов об истории Грузии

Тбилисский буксбар Auditoria отменил выступление российского палеоантрополога Станислава Дробышевского из-за его высказываний об истории Грузии и Тбилиси. Организаторы назвали эти слова поверхностными и неуважительными по отношению к истории и культуре страны.

🔵 Что сказал Дробышевский. После анонса лекции пользователи обратили внимание на видео, в котором ученый утверждает, что «вся Грузия построена в советское время».

«До этого были избушки каменные с овцами. Все построили в советское время. С тех пор все разваливается, всё заплевано, разрисовано, все в полном отстое. Но зато свободная дофига», — говорит Дробышевский в ролике.

🔵 Позиция организаторов. В Auditoria сообщили, что через представителя ученого предложили организовать интервью с одним из русскоязычных медиа Грузии, чтобы он объяснил свою позицию. Однако провести разговор не удалось.

В буксбаре признали, что тема научных лекций не связана со спорными высказываниями. Тем не менее, проведение выступления они сочли несовместимым со своей ответственностью перед слушателями и обществом. Организаторы подчеркнули, что выступают против травли и не призывают к бойкоту Дробышевского или отмене его мероприятий другими площадками.

— Новая газета Европа (@novayagazeta_eu) November 7, 2026

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან მიგრაციული ნაკადი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. 2022-2025 წლებში საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 159 ათასი მოქალაქე გადმოვიდა, უკან კი 86 ათასი დაბრუნდა, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციულმა სალდომ საქართველოში 73 ათასი შეადგინა. წიგნის ბარი “აუდიტორია”, რომელიც ვერაზე მდებარეობს სწორედ რუსულენოვანი ემიგრანტებსა და ექსპატებზეა გათვლილი. „აუდიტორია“ წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს თბილისში, რომელიც აერთიანებს წიგნების მაღაზიას, ბარს, კაფესა და სამუშაო სივრცეს. ბარი ერთგვარ კულტურულ ცენტრადაც არის ჩამოყალიბებული, სადაც რეგულარულად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები რუსულენოვანი აუდიტორიისთვის. იქ ატარებენ სამეცნიერო და კულტურულ ლექციებს, წიგნის კლუბის განხილვებსა და პოეზიის საღამოებს. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში იყო მოწვეული პალეოანთროპოლოგი დრობიშევსკიც.

სტანისლავ დრობიშევსკის, რაც შეეხება, ის არის რუსი პალეოანთროპოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) ბიოლოგიის ფაკულტეტის ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტი (ასოცირებული პროფესორი). დრობიშევსკი რუსეთში არის არაერთი პოპულარული წიგნის ავტორი ადამიანის ევოლუციაზე, მართავს მასშტაბურ საჯარო ლექციებს, აქვს აქტიური YouTube არხი და წარმოადგენს სამეცნიერო-საგანმანათლებლო პორტალის, Antropogenez.ru-ს ერთ-ერთ მთავარ ფიგურას.

სტანისლავ დრობიშევსკი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი არ მიიჩნევა. უკრაინული წყაროების ცნობით, მას მხარი აქვს დაჭერილი თავის დროზე ყირისმის ანექსიისთვის.