Blackout in Tbilisi's suburbs, midnight between July 23-24. Photo: Gigi Kobakhidzeმთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში, ელექტროენერგია გაითიშა. სოციალური მედიის მომხმარებლები იტყობინებოდნენ, რომ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, გორში, თელავსა და ქუთაისში, ელექტროენერგია 23-24 ივლისის ღამეს, დაახლოებით 00:12 საათზე გაითიშა. გათიშვის სრული მასშტაბები უცნობია.
დაახლოებით ღამის 1:30 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა“ და რომ „პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა“. ამავე განცხადების თანახმად, მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და რომ ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.
ინტერნეტ მომხმარებლების თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად სატელევიზიო ანძაც გაითიშა.
ღამის განმავლობაში ელექტროენერგია ეტაპობრივად აღდგა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
This post is also available in:
Read Next
05/04/2023 - 14:38
„TI საქართველო“: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული
13/01/2023 - 12:50
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს
15/04/2022 - 14:06
აფხაზეთში ელექტროენერგიის ფასები იზრდება
29/12/2020 - 16:11

1 week ago
48







English (US) ·
Georgian (GE) ·