WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თებერვლიდან აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს ICE.

ABC News-ის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების დროს დაკავებულთა ჯგუფში გარდაცვლილი 50-ე ადამიანია.

„ართმელაძე 22:37 საათზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. უინის [ლუიზიანა] სასჯელაღსრულების ცენტრის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და სიცოცხლის გადარჩენის ზომები მიიღეს...

სიცოცხლის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ვინ პარიშის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა. მისი გარდაცვალების მიზეზს გაკვეთის შედეგად დაადგენენ“, - წერია ICE-ს ვებგვერდზე.

ართმელაძე ნიუ-ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს - ეს ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

„ICE-მ ის დააკავა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში დარჩენის კანონიერი სტატუსი“, - განაცხადა სააგენტომ.

საქართველოს მოქალაქე 4 ივნისს გარდაიცვალა.