საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

2 hours ago 2

ფიფას განახლებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 68-ე პოზიციას იკავებს 1377.32 ქულით.

ეს ცვლილება ალბანეთის წინსვლას უკავშირდება — ბალკანელებმა 66-ე ადგილზე გადაინაცვლეს. სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან (2:3) და ბულგარეთთან (3:0) გამართული მატჩებით ორი ქულაზე მეტი მოიპოვა, თუმცა პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო.

რეიტინგის სათავეში ესპანეთი აღმოჩნდა, რომელმაც არგენტინა ჩამოიტოვა. მეორე ადგილზე საფრანგეთია, მესამეზე — არგენტინა. ათეულში დაბრუნდა იტალიაც, გერმანია კი მე-13 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

სრულად წაკითხვა