საქართველოს ნაკრების წევრმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

2 weeks ago 7

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა - ამის შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა სასტუმრო პარაგრაფში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა. სწორედ მისი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი იყო გადამწყვეტი საქართველო - საბერძნეთის პლეი-ოფის ისტორიულ ფინალში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა. კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან იცავდა. სადებიუტო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ბოლოს ნაკრების მაისური სომხეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოირგო.

საკლუბო დონეზე უთამაშია ზუგდიდის ბაიას, დინამო თბილისის, ცხინვალის, გორის დილას, ბაქოს ინტერის, გაბალას, ტობოლის, პოზნანის ლეხის და უნგრული ნირეჰაზას შემადგენლობაში.

სრულად წაკითხვა