საქართველოს ნაკრებს თურქეთთან მატჩისთვის კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა

2 weeks ago 5

ოთარ კიტეიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების პერიოდი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას დღეს დაიწყებს.

4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს - ბულგარეთს. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა