"საქართველოს პრესინგი და კონტრშეტევები" - რა აშინებს თურქულ მედიას მატჩის წინ?

5 days ago 1

თბილისში დიდი საფეხბურთო საღამო გველის — საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის მნიშვნელობას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ის, რომ ჩვენს მეზობელშიც დიდი ინტერესით ელოდებიან დაპირისპირებას. ავტორიტეტული თურქული გამოცემა Spor Arena მთლიან სტატიას უთმობს საქართველოს ნაკრებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი გუნდის ძლიერ მხარეებზე ამახვილებს.

გამოცემის შეფასებით, ვილი სანიოლის გუნდი "სერიოზული მეტოქეა“, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღწევს. სტატიის მიხედვით, 22 ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს, რაც ნაკრების ძლიერებას უსვამს ხაზს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია რამდენიმე ვარსკვლავზე:

ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) — 90 მილიონ ევროდ შეფასებული მთავარი ფიგურა;

გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული) — კარის სანდო მცველი;

გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი) — რომლის ტრანსფერი 31 მილიონ ევროდ განხორციელდა;

ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) — შემტევი, რომელსაც "Spor Arena“ საშიში ფეხბურთელის სტატუსით მოიხსენიებს.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს თამაშის სტილი — პრესინგზე დაფუძნებული თამაში, სწრაფი კონტრშეტევები და პასების ეფექტურად გარდაქმნა გოლებად. თურქები აღნიშნავენ, რომ მათი ეროვნული გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ბურთის გათამაშებას საკუთარ ნახევარზე, რადგან საქართველოს შეუძლია ნებისმიერი შეცდომის გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, "დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება და ორივე გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება.

სრულად წაკითხვა