ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია და პარი სენ-ჟერმენში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც ნიშნავს, რომ კლუბი ქართველ ფეხბურთელს სულ მალე წარადგენს.
კვარას ტრანსფერის შემდეგ ლიგა 1 ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება, რადგან ხვიჩასთან ერთად იქ ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძეც თამაშობენ.
"საქართველოს ტალანტები ჰყავს", - ამ სათაურით აქვეყნებს საფრანგეთის ლიგა 1-ის გვერდი გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს სოციალურ ქსელში.