საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ შუქი გაითიშა

1 hour ago 4
Posted inმთავარი

05.08.202605.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგია უკვე სამჯერ გაითიშა.

ამ დროისთვის შეჩერებულია მეტროსა და საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მუშაობა, უცნობია ავარიული გათიშვის მიზეზი.

ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. ელექტროენერგიის გარდა მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალიც.  ენერგოკოლაფსი განმეორდა 25 ივლისსაც.

სრულად წაკითხვა