"საქართველოს შეუძლია, რომ სამაგალითო გახდეს" - ხავიერ სავიოლა

11 hours ago 1

16 მაისს ჩვენი დროით 19:00 საათზე საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დინამო არენა უმასპინძლებს.

იქამდე გთავაზობთ ხავიერ სავიოლას კომენტარს:

ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდ პატივია. განსაკუთრებით გულთბილი დახვედრა გამიხარდა, რადგან ფეხბურთში მოედანს მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით.

ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები ვითარდება, რაც, შეიძლება, პატარა ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდეს. იმედია, თქვენი ნაკრები კიდევ უფრო წინ წავა, მთავარი წარმატების შენარჩუნება და ახალ ეტაპზე გადასვლაა. როგორც ჩანს, საქართველოში კარგი მწვრთნელები მუშაობენ, რომლებიც ძლიერ მოთამაშეებს ზრდიან, საქართველოში კი ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა.

- თქვა სავიოლამ.

სრულად წაკითხვა