საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე

2 hours ago 1

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების შესახებ ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგებს გვაცნობს.

გუნდური მეორე ადგილი და 9 მედალი! ასეთია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მონაგარი მოლდოვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე.


დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე , საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ტალახაძეს, როგორც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს ევროპის ფედერაციის დროშა გადაეცა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2025 წლის პირველი მედლები რამინ შამილიშვილმა მოუტანა, ძალოსანმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოდერძი ბერდელიძემ კი ძალოსანთა ყულაბას 1 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი შემატა. რევაზ დავითაძემ კი მკერდი 3 ვერცხლის მედლით დაიმშვენა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს კი ბაქარ თურმანიძემ კი 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძალოსნებმა გუნდურ ჩათვლაშიც იყოჩაღეს და მეორე ადგილი დაიკავეს

- წერს ფედერაცია.

სრულად წაკითხვა