WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტი ორ დღეს, 29 და 30 ოქტომბერს გაგრძელდება.

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასადოვს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა. ასევე დაგეგმილია ალი ასადოვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს საქართველოში თან ახლავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების მინისტრები.