WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

საერთაშორისო აკადემიური უფლებადამცველი ორგანიზაციის, „Scholars at Risk“-ის უახლესი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში  2026 წელს აკადემიური თავისუფლების ინდექსი შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი 2025 წელს 0.72 ქულას შეადგენდა და შეფასებული იყო, როგორც „ძირითადად თავისუფალი“, 2026 წელს კი ეს მაჩვენებელი 0.58-მდე შემცირდა და ფასდება, როგორც „ზომიერად შეზღუდული“.

  • ორგანიზაცია ყოველწლიურ ანგარიშს, Free to Think, 2015 წლიდან აქვეყნებს და  აანალიზებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმებს. წლევანდელი ანგარიში 59 ქვეყანასა და ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ასახავს და ხაზს უსვამს შემაშფოთებელ მოვლენებსა და ტენდენციებს ოცზე მეტ ქვეყანაში: ავღანეთში, ბანგლადეშში, ჩინეთში, კოლუმბიაში, საქართველოში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირანში, ნიგერიაში, პაკისტანში, პალესტინის ტერიტორიაზე, ფილიპინებში, რუსეთში, სენეგალში, სერბეთში, სირიაში, თურქეთში, უკრაინაში, შეერთებული შტატებში, ვენესუელასა და ზიმბაბვეში.

ორგანიზაციის დოკუმენტში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შეტანილ ცვლილებებზე და „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის” ინიციატივაზე და ხაზგასმულია, რომ კრიტიკოსების მტკიცებით, რეფორმებმა შეასუსტა უნივერსიტეტის ავტონომია და გაზარდა მთავრობის კონტროლი უმაღლესი განათლების სისტემაზე.

ქ”ართული ოცნების“ მთავრობამ გააძლიერა უმაღლესი განათლების ცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა მასშტაბური რეფორმების გზით, რომლებმაც საჯარო უნივერსიტეტებში პროგრამების გაერთიანება გამოიწვია. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ახალ პოლიტიკას აპროტესტებდნენ; მათი არგუმენტით, აღნიშნული ინიციატივები ხელყოფდა ინსტიტუციურ ავტონომიას, რადგან განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფო კონტროლს აწესებდა.

უნივერსიტეტის სტრუქტურასა და სასწავლო გეგმებზე მთავრობის კონტროლის ცენტრალიზებით, კანონმდებლობამ შეამცირა ცალკეული დაწესებულებების ავტონომია და უზრუნველყო პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი”, – აღნიშნულია ანგარიშში