საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას ემი დიასი შეასრულებს

57 minutes ago 2

წაკითხვა: 67

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას ემი დიასი შეასრულებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“ემი დიასი, 2026 წლის ივლისში საქართველოში, თბილისში, აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას შეუდგა.

ქალბატონი დიასის წინა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება მოიცავს საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში ლილონგვესში; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობას; საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ასევე, აშშ-ის საელჩოს ქაბულში ნარკოტიკებთან ბრძოლის გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობას.

მის სხვა დიპლომატიურ საქმიანობას შორისაა კანონის უზენაესობის საკითხებში მრჩევლისა და ამერიკის სამიტის კოორდინატორის პოზიციები აშშ-ის საელჩოში პანამა-სიტიში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიცია აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; და ვიცე-კონსულის თანამდებობა აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში, მექსიკაში.

ქალბატონი დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს შეუერთდა პრეზიდენტის მენეჯმენტის სტიპენდიანტის (Presidential Management Fellow) სტატუსით, ხოლო 2005 წელს დიპლომატიურ სამსახურში შევიდა.

მან დაამთავრა სენტ-ჯონსის კოლეჯი ანაპოლისში, მერილენდის შტატში, ხოლო იურისტის დოქტორის (Juris Doctor) ხარისხი მიიღო არიზონის უნივერსიტეტში.

ქალბატონი დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებული აქვს მრავალი უმაღლესი და დამსახურებისთვის მინიჭებული საპატიო ჯილდო. იგი დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.”- ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ ინფორმაციაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა