საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 18 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.9%-ით გაიზარდა. მშპ-ს დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის მეორე კვარტალში 3.0%-ით განისაზღვრა.
2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0%), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0%).
კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8%) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5%).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5%), მშენებლობა (6.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4%), განათლება (6.4%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%).
„საქსტატის“ ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები 2026 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნდება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები