გაფიცვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სტრატეგიულ ობიექტებს არ შეუძლიათ პროტესტში ჩართვა და მუშაობის გაჩერება, თუმცა ამ უფლებით ისარგებლეს ამავე კომპანიების თანამშრომლების ნაწილმა. მაგალითად, გაფიცულთა შორის არიან ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ბანკის: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები.
ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროტესტი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ბოლო საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
აქციების გამართვა 28 ოქტომბრიდან დაიწყო შემდეგ კი ხალხის ნაკადმა იკლო. თუმცა პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირიში გაწევრიანებისთვის მოლაპრაკებების გახსნის საკითხს.