ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი და ხალხს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს:
“როცა არანაირი ბერკეტი აღარ აქვს ხალხს, როდესაც გაფურთხებენ, გცემენ, გაგინებენ, გიჭერენ, უკანონობა სუფევს – სასამართლო, პროკურატურა მიტაცებულია, საარჩევნო სისტემა მიტაცებულია, საშველი ერთია: პროტესტი, არ მიიღო მონაწილეობა წინასწარ მიტაცებულ არჩევნებში.
პატივი ეცით საკუთარ თავს და დაიცავით ოჯახები, ბოიკოტი გამოუცხადეთ არჩევნებს მიტაცებულ სახელმწიფოში!
ბ ო ი კ ო ტ ი! რუსთაველზე!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.