"საშინელებაა ამ ყველაფრის ყურება, მე ვდგავარ ხალხის გვერდით" - სანდრო მამუკელაშვილი პროტესტზე

3 weeks ago 11

სანდრო მამუკელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"ძალიან ვწუხვარ ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში არსებული რეალობის გამო, სადაც პოლიცია სასტიკად ძალადობს და აკავებს ხალხს, რომელიც აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ.

საშინელებაა ამ ყველაფრის ყურება. მე ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, რომელიც აპროტესტებს სპეცრაზმელების ძალადობას.

იმედია, მალე ვიპოვით მშვიდობას და საქართველო იპოვის თავის გზას!"

- ვკითხულობთ მამუკელაშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

სრულად წაკითხვა