“საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით “აპრავებენ“.. – ნიკო ნანიტაშვილის მეუღლე

3 weeks ago 8

ტელესახე და მსახიობი, ტელეკომპანია POSTV-ის უკვე ყოფილი წამყვანი, ნიკო ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

“არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში.
არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!! მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო.

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქართველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…
არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ, მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ…
ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული…

არა ძალადობას!!!არაააა ძალადობააას!!!
საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს…რუსეთი ოკუპანტია…პუტინის დედას ****ცი, ყველგან და ყოველთვის…
დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!“ – წერს ნიკო ნანიტაშვილი.

ნიკო ნანიტაშვილის აღნიშნულ პოსტს აზიარებს მისი მეუღლე, ანო მაისურაძეც.

“საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით აპრავებენ.
საშიშია, როცა ამ ხოცვა-ჟლეტვაზე თვალის დახუჭვას გაიძულებენ და ამის დაგმობისთვის სამსახურს კარგავ.

“სისხლიანი 9 წლის” შემდეგ მოსული ხელისუფლება რომ ამ ზომამდე მიიყვანს ხალხს, კიდევ უფრო დიდი უნიჭობა, უგუნურება და ბოროტებაა!
მადლობა ყველა ჩვენი დროის გმირს, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას!“ – წერს ანო მაისურაძე.

სრულად წაკითხვა