სახაზინო ადვოკატი ხოშტარიასთვის დაკისრებული აღკვეთი ღონისძიების გაუქმება მოითხოვა - ხოშტარია ამბობს, რომ ის ამის წინააღმდეგია

3 hours ago 1

"ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც" - წერს ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ის ამბობს, რომ ბენიას წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა და მას მკაფიოდ აუხსნა, რომ არ ცნობდა მას, როგორც ადვოკატს. სახაზინო ადვოკატის დანიშვნამდე პოლიტიკოსმა უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებასა და სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კი მხარდამჭერებს მოუწოდა, არავინ გადაიხადოს მის ნაცვლად გირაო.

ირაკლი ბენია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან უკვე გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ და მისი გაუქმება მოითხოვა. მისივე თქმით, სავალდებულო დაცვის ვალდებულებისგან ის გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი თავად ელენე ხოშტარია გამოცხადდება სასამართლოზე და მოსამართლესთან დააფიქსირებს თავის პოზიციას.

  • ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე 14 სექტემბერს გაკეთებული წარწერის გამო 15 სექტემბერს დააკავეს.
  • 16 სექტემბერს მან უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე.
  • 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა.
  • ამავე დღეს მოსამართლემ პოლიტიკოსს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
სრულად წაკითხვა