“სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა – ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით” –

6 days ago 7

სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა – ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო”, – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა. პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო. კიდევ უფრო ხილული როგორ უნდა იყოს “ეფესბეს” ღადაობა და გართობა ჩვენი ქვეყნით.

მსოფლიოს აჩვენებს პუტინი, რომ შეხედეთ, რას ჰგვანან ქართველები, ესენი გინდათ ევროკავშირში? ნახეთ, რის გაკეთება და “გაპრავება” შემიძლია ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო?

პუტინის მესიჯი დანარჩენ მსოფლიოს – საქართველო – ეს მე ვარ! ჩემი მოედანია, ჩემი სათამაშოა და პრეზიდენტიც შესაბამისი დავსვი.

საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. სრულიად მსოფლიო ნახავს, რომ ქართველ ხალხს აქვს ბრძოლისუნარიანობა და რუსის აგენტურას კუდით ქვას ასროლინებს.

ქუჩა, ქუჩა და ქუჩა! გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ,” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა