„საჯაროდ ვიხდი ბოდიშს“ – რატომ უხდის თეა დარჩია საზოგადოებას ბოდიშს?

2 days ago 4

ქორეოგრაფი თეა დარ­ჩია საზოგადოებას ბო­დიშს უხ­დის და ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მან ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სა­გა­ლო­ბე­ლი და ფოლკ­ლო­რი არ უგუ­ლის­ხმია.

„უმძიმესი ემოციური ფონია ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც ადამიანურად გვეშლება ბევრი რამ, ეს არ უნდა გახდეს ისეთი არაადამიანური შეურაცხყოფის მიზეზი, რაც ჩემი მისამართით მოდის.

ყველამ კარგად იცის და ხვდება, რომ წამითაც არ შეურაცხყოფ არც ფოლკლორს და არც ტრადიციას, არც სიმღერას და არც ცეკვას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიზეზს ვიძლევი და თან ხშირად აგრესიის ჩემზე გადმოსატანად. დაე იყოს ასე!

მე ვიქნები ის ვიზეც დახარჯავთ ყველა უარყოფით და სიძულვილით სავსე ემოციებს და გრძნობებს. მიჩვეული ვარ. ახალ წელს გილოცავთ. დეტოქსი ჩატარებულია. გაუმარჯოს სუფთა საქართველოს. ამინ“, – წერს სოციალურ ქსელში თეა დარჩია.

დარჩია 28 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ აქციას სახელწოდებით „ერთობის ჯაჭვი“ გამოეხმაურა.

აღნიშნულით დარჩია გამოეხმაურა მისი 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რთან“ გაკეთებულ გა­ნა­ცხა­დებას, რომლის თანახმადაც მან ჟურნალისტს უთხრა:

„ასე არ გამ­ხა­რე­ბია ახა­ლი წელი არა­სო­დეს. ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, რომ სუფ­რას­თან ვმჯდა­რი­ყა­ვი და მეს­მი­ნა ქარ­თვე­ლე­ბის კნა­ვი­ლის­თვის. აი, სიმ­ღე­რე­ბი რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, წლე­ბი ვის­მენთ, მოკ­ლედ, არ მომ­წონ­და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა“.

ინფორმაციისთვის, მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დარ­ჩი­ას კო­მენ­ტა­რი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია, მო­ცეკ­ვა­ვეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

სრულად წაკითხვა