სბუ: შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 2 ტანკერს დავარტყით

1 week ago 37

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვარო ძალებთან თანამშრომლობით შავ ზღვაში იერი მიიტანეს ტანკერებზე – Louise 1 და Banda, რომლებიც, სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიან.

სბუ-ს განცხადებით, Louise 1-ს გადაჰქონდა რუსული ნედლი ნავთობი G7-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებული ნავთობის ემბარგოს გვერდის ავლით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გემს ნავთობი გაჰქონდა ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან და ამ პროცესში ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემას თიშავდა.

„მხოლოდ 2026 წელს მან გადაზიდა თითქმის 3 მილიონი ტონა რუსული ნავთობი მარკით „Urals“- წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ტანკერ Banda-ს, სბუ ამბობს, რომ ის ასევე გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უსტ-ლუგას, ქერჩის, ნოვოროსიისკისა და ნახოდკის პორტებიდან.

რუსულ მხარეს ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სრულად წაკითხვა