ბოლო რამდენიმე დღეა, UFC-ის სამყარო აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ ახლო მომავალში კონორ მაკგრეგორის და ილია თოფურიას ჩხუბი რეალურია.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ ორგზის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაც გამოეხმაურა.
"ჭორები გავრცელდა ქათამ მაკგრეგორთან ბრძოლის შესახებ. ეს სიცრუეა. სექსუალურ მოძალადეებთან ბრძოლის ჩატარების ინტერესი არ მაქვს", - წერს თოფურია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მაკგრეგორი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს - ცნობილ სპორტსმენს ბრალი ნიკიტა ნი ლაიმჰინმა დასდო. კონორი ნიკიტასთან სექსუალურ კავშირს არ უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა.
მაშინ ბრიტანული მედია წერდა, რომ მაკგრეგორს ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ ზიანის ანაზღაურების სახით დაზარალებულისთვის 250 000 ევროს გადახდა დააკისრეს.