სიახლე კვარაცხელიაზე - "ნაპოლიმ" ქართული მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა?

1 week ago 5

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.

Tuttomercatoweb-ზე დაყრდნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა, რომელიც მომდევნო ხელშეკრულების 2029 წლამდე გაფორმებასა და "კვარას" ანაზღაურების 6 მილიონ ევრომდე გაზრდას ითვალისწინებს (დღეს 1,5 მლნ ევროა).

ასევე, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომელიც ქართველი შემტევის გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

კვარაცხელია ნაპოლის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

სრულად წაკითხვა