სიიარტომ დეპუტატობაზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიაში დასაქმდა

3 hours ago 4

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში დასაქმდა.

„მივიღე უაღრესად პრესტიჟული შეთავაზება გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ კომპანიაში საერთაშორისო პოზიციის დასაკავებლად. BYD წარმოადგენს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო წარმატების ისტორიას და მსოფლიოში ახალი ენერგომობილების წამყვანი მწარმოებელია. დღეიდან ვაგრძელებ მუშაობას ჯგუფის საგარეო ურთიერთობებისა და ახალი ბიზნეს ხაზების განვითარების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე“, – დაწერა სიიარტომ „ფეისბუქში“.

სიიარტო ვიქტორ ორბანის კაბინეტში თითქმის 12 წლის განმავლობაში იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის რანგში, მან ცენტრალური როლი ითამაშა BYD-ის ქარხნის უნგრეთში გახსნის მოლაპარაკებებში.

„ევრონიუსის“ ცნობით, თანამდებობაზე ყოფნისას სიიარტომ და ორბანმა წინააღმდეგობა გაუწიეს ჩინურ პროდუქტებზე ევროკავშირის ტარიფებს და პეკინისგან მსხვილი ინვესტიციები მოიძიეს, რითაც ქვეყნის მასშტაბით ჩინური ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ქარხნების სერია გახსნეს.

სრულად წაკითხვა