სინდისის პატიმარი ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მუქარით და ზეწოლით გადაიყვანეს

1 month ago 11

ომარ ოკრიბელაშვილზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და დააშინეს – ეს ინფორმაცია რუსთავის მე-12 ციხიდან ადვოკატმა გამოიტანა, რომელიც 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულს შეხვდა.

პატიმარმა უფლებადამცველს უთხრა, რომ ციხის შეცვლა არ უნდოდა, ბადრაგის თანამშრომლებს ამის შესახებ მკაფიოდ უთხრა, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

დაკავებულის ახლობლები შიშობენ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა მომდევნო თვეებს მკაცრი რეჟიმის ციხეში გაატარებს. მას ჩამოართვეს ყველა ის ნივთი, რომლითაც გლდანის საპყრობილეში სარებლობდა, მათ შორის ტელევიზორი. ეკრძალება დარეკვაც.

თვითონ მანვე მითხრა, რომ მასზე განხორციელდა, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალიან სერიოზული, იმიტომ, რომ ის იყო, ფაქტობრივად, მარტო საკანში და არ გამოიდოდა, არ უნდოდა მას საკნის დატოვება, არც ხელს აწერდა აბსოლუტურად არაფერზე და საბოლოო ჯამში, მუქარის ტონით და მუქარის შემცველი სიტყვებით, მოგეხსენებათ, როგორი აღნაგობის ბადრაგები ჰყავთ 8 დაწესებულებაში და ყველანაირად შეეცადნენ, რომ გამოეთრიათ ომარი. თვითონ ადმინისტრაცია, ბატონი ზურა გახლავთ 12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ამბობს ასეთ რაღაცას, რომ „მომატებული რისკის პატიმარია“. მაგალითად, ამ კონკრეტულ მომენტში ჩამორთმეული აქვს ბარათი, ამას ემატება უკვე ტელევიზორი, რომელიც მას არ აქვს საკანში, – ამბობს ადვოკატი დავით გამყრელიძე.

ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახი ამბობს, რომ აქტივისტის წინააღმდეგ ეს კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციაა.

ზეწოლაც იყო, კი, ბატონო… გურამი ჰქვია თუ ლაშა ჰქვია, გლდანის ციხის დირექტორის მოადგილე, რომლის მიზანიც იყო აქეთ გადმოყვანა. რატომ იყო მიზანი და გადმოყვანა, ეგ მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ეს პოლიტიკურია. მოვითხოვ, ცალკე საკანს, – ამბობს ოკრიბელაშვილის მამა. 

უარეს სიტუაციაში გადმოიყვანეს, იმიტომ მინდოდა, გლდანში რომ ყოფილიყო, რომ იქ პირობები მაინც ჰქონდა, ასე თუ ისეა. ციხე რა კომფორტია, მაგრამ თავისი ტელევიზორიც ჰქონდა, საყოფაცხოვრებო ნივთებიც ჰქონდა. გამოდის, რომ აქ უფრო მეტი შეზღუდვები აქვს, – ამბობს ოკრიბელაშვილის დედა.  

ადვოკატები და ოჯახის წევრები ახლა მოითხოვენ, ომარ ოკრიბელაშვილი ცალკე საკანში გადაიყვანონ.

სრულად წაკითხვა