"სირცხვილია ასეთი გოლის გაუქმება" - დელ პიერო კვარაცხელიას გუშინდელ შედევრზე

3 hours ago 1

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ლივერპულს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, ლუის ენრიკეს გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.

ზემოთხსენებულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც თამაშგარეს გამო გაუქმდა, რაზეც მოგვიანებით ლეგენდარულმა დელ პიერომაც ისაუბრა.

"ის, რაც მოხდა სირცხვილია! წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდეს - ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთიც კარგად გააჩერა და დრიბლინგის ნაცვლად სივრცე იპოვა და შეასრულა. სირცხვილია, ასეთი ლამაზი გოლის გაუქმება", - განაცხადა დელ პიერომ.

სრულად წაკითხვა