"სისულელეა რასაც ამბობს, მწვრთნელია თუ ექსპერტი?!" - კობიაშვილი ჭიაბრიშვილზე

1 week ago 5

„იუთუბარხზე“ გადაცემაში „ლაი-ლაი“ სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ისაუბრა, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადება გახდა.

ჩემპიონატის ხარისხი ძალიან დაბალია. წლების განმავლობაში პროგრესის ნაცვლად უკან მივდივართ. ეს საკითხი სახელმწიფომ, ფედერაციამ და კლუბებმა ერთად უნდა მოაგვარონ, თორემ ყოველწლიურად უარეს შედეგს მივიღებთ,“ – განაცხადა ჭიაბრიშვილმა მაშინ.

კობიაშვილს ეს კომენტარი გაუგებარი მოეჩვენა და მწვრთნელის პოზიციას არ დაეთანხმა:

გიორგი ჭიაბრიშვილი თავად ვერ ხსნის, საბოლოოდ მწვრთნელია თუ ექსპერტი. ამბობს, რომ ფედერაცია და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე. კი, ყველა ვხედავთ, რომ ლიგის ხარისხი დაბალია, მაგრამ როგორ შეიძლება ფედერაციამ კონკრეტული გუნდის თამაშის დონე ასწიოს? მოთამაშეებს თავად ირჩევს, თავად ავარჯიშებს და თავად ამზადებს. ეს არის მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობა. ჩვენგან ამ პროცესში გუნდის დონის გაუმჯობესება შეუძლებელია,“ – აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა