სიტის მომავალი ვარსკვლავი - გვარდიოლას განსაკუთრებული შეფასება ლუისზე

1 week ago 6

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ახალგაზრდა ფეხბურთელი რიკო ლუისი კიდევ ერთხელ გამოარჩია და განსაკუთრებულად შეაქო.

რიკო პატარა სივრცეებში შესანიშნავად მოძრაობს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“, — აღნიშნა გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

გარდა მოძრაობისა, ესპანელმა სპეციალისტმა ლუისის ტექნიკურ მხარეებსაც გაუსვა ხაზი: „მისი ბურთის მიღება, კონტროლი და თამაშის რიტმი მართლაც შესანიშნავია“.

20 წლის ინგლისელი „სიტის“ აკადემიის აღზრდილია და ბოლო სეზონებში გუარდიოლას ტაქტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

სრულად წაკითხვა