იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ მატეო პოლიტანომ მაღალი ტემპერატურის გამო ვარჯიში გააცდინა და წესით, ის ვენეციასთან ვერ ითამაშებს.
ამის გამო, კონტემ ისეთი გეგმა შეიმუშავა, რასაც ნაპოლის ადგილობრივი ფანები ძალიან დიდი ხანია ითხოვენ!
ხვალ, ვენეციასთან გუნდი კვარაცხელიასა და ნერესის ფლანგებით შეუტევს, ცენტრში კი ტრადიციულად რომელუ ლუკაკუ იდგება.
ნეაპოლელები თვლიან, რომ ხვიჩასა და დავიდ ნერესის დუეტი გუნდის შეტევითი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის საუკეთესო გამოსავალია.